ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება მამაკაცისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, მისი ფიზიკური, თუ ემოციური კეთილდღეობისთვის, ასევე გარკვეული კვლევები ამტკიცებენ, რომ ჯანსაღი სექსუალური ცხოვრება გავლენას ახდენს მამაკაცის ცხოვრების ხანგრძლივობაზე.
რამდენიმე ძირითადი სექსუალური პრობლემა არსებობს, რომლებიც განსაკუთრებით გავლენას ახდენენ მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებაზე, როგორიცაა: ერექციული დისფუნქცია, ნაადრევი თესლნთხევა და სხვა.
მამაკაცების 1/3 ასეთ პრობლემებს 35 წლის ასაკამდე აწყდება, რაც გავლენას ახდენს მათი ცხოვრების ხარისხზე და კმაყოფილებაზე.
ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის იმპოტენცია – სექსისთვის საკმარისი ერექციის მოპოვების ან შენარჩუნების სირთულე, რაც აწუხებს 40-ზე უფროსი ასაკის ქართველ მამაკაცთა 60 პროცენტს.
აღნიშნული პრობლემა ძირითადად გამოწვეულია სისხლის ნაკადის პრობლემებით, როგორიცაა მაღალი წნევა ან სისხლძარღვთა დაავადებები. , რომლებიც ხშირია ასაკოვან მამაკაცებში.
სხვა ფაქტორებია: პროსტატის კიბო, მოწევა, გარკვეული მედიკამენტების და ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარებასთან ერთად.