ნაადრევი ეაკულაცია & მკურნალობა

ნაადრევი ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაცია

ნაადრევი ეაკულაცია გაწუხებთ?

თქვენ არ ხართ მარტო – ყოველი 3-დან 1 მამაკაცი აღიარებს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააჩნდათ ეს პრობლემა.

ეს არის მამაკაცის სექსუალური ფუნქციის დარღვევა, კერძოდ სპერმის გამოყოფა, სექსუალური აქტის დროს, ადრეულად, მისი ნების საწინააღმდეგოდ.

სანერვიულო არ არის, თუ აღნიშნული ხდება იშვიათად და არ ატარებს მუდმივ ხასიათს. 

ხოლო, თუ სახეზეა ხშირი გამოვლინება, რასაც ახლავს ფსიქოლოგიური ფაქტორები, აღნიშნული დარღვევის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური მიდგომით, მათ შორის შესაბამისი პრეპარატებისა და აპრობირებული მეთოდების გამოყენებით.

ნაადრევი თესლნთხევა საშუალებას არ აძლევს მამაკაცს და მის პარტნიორ ქალს – ჰქონდეთ ჯანსაღი და სრულყოფილი სექსუალური ცხოვრება.

მამაკაცები, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული პრობლემა, ხშირად არ სურთ და თავს არიდებენ ექიმებთან ვიზიტსა და მათთან გასაუბრებას. 

ამ თემას ერთგვარი ტაბუ ადევს, რასაც მეორე მხრივ შესაბამისი ექიმების კვალიფიციური მიდგომის ნაკლებობაც ახლავს თან.

ყველაფერი აღნიშნული, ერთობლიობაში აძლენებს, როგორც მკურნალობას, ასევე აღნიშნული დარღვევის დროულად მიხედვას და მკურნალობას.

რას უწოდებენ ნაადრევ ეაკულაციას?

ნაადრევი ეაკულაცია არის სამკურნალო, როდესაც:

  • ფიქსირდება ყოველი სქესობრივი აქტის დროს – 1-3 წუთის პერიოდში.
  • ეაკულაციის კონტროლი თითქმის ან ვერასდროს ხორციელდება.
  • ფსიქოლოგიური განწყობის გამო თავს არიდებთ სექსუალურ ცხოვრებას.

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ძირითად შემთხვევაში სახეზე არ არის მამაკაცის სურვილი და ნება, რაც ამ პრობლემის მთავარი მახასიათებელია.

არსებობს სხვა მოსაზრებაც, რისი მიხედვითაც ნაადრევი თესლნთხევის ძირითადი მანიშენებელი კომპონენტია – მამაკაცის და მისი პარტნიორი ქალის აზრი.

ყველაფერი ეს იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ნერვიულობას, თვითშეფასების არსებითად დაკარგვას და სქესობრივი კავშირის დამყარების შემცირებას ან საერთოდ თავის არიდებას.

ნაადრევი ეაკულაცია, როგორც სქესობრივი პრობლემა შეიძლება იყოს, როგორც თანდაყოლილი – სექსუალური ცხოვრების დაწყებიდან, ასევე შემდგომში განვითარებული – ანუ არსებობდა პერიოდი, როდესაც ეაკულაციის პრობლემა არ არსებობდა.

დარღვევის განვითარება შეიძლება იყოს, როგორც ზრდადი, ასევე უეცარი, მათ შორის დაკავშირებული რაიმე მოვლენასთან, ფაქტთან, ნერვიულობასა ან დაავადებასთან.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი ეაკულაცია?

  • ფსიქოლოგიური ფაქტორები
  • ნაადრევი სექსუალური გამოცდილება
  • ერექციული დისფუნქცია – როცა მამაკაცი ნერვიულობს ერექციის მიღწევასა და შენარჩუნებაზე
  • სქესობრივი აქტის დროს
    ურთიერთობის პრობლემები
  • წყვილებს შორის ეაკულაციის რეფლექტორული დარღვევები
  • ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადება
  • შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები -ურეთრიტი, პროსტატიტი, ბალანოპოსტიტი
  • ნერვული სისტემის დარღვევები
  • ზოგიერთი ნარკოტიკული პრეპარატები ან ფსიქოტროპული საშუალებები

ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობა:

როგორ ვუმკურნალოთ ნაადრევი ეაკულაციის პრობლემას? რომელი პრეპარატები, სპრეი ან მალამო გამოვიყენოთ?

ეს არის კითხვები, რომელიც ყველა იმ ადამიანს აწუხებს, რომლებსაც გააჩნიათ ეს პრობლემა.

მკურნალობა აუცილებელია იყოს კომპლექსური, მას უნდა ატარებდეს შესაბამისი სპეციალისტი, ინდივიდუალური კვლევისა და საჭიროების მიხედვით.

მკურნალობის პირველადი მიზანია იმ ფაქტორების და მიზეზების კვლევა და გამოვლენა, რამაც გამოიწვია აღნიშნული პრობლემა.

დიაგნოზის და მიზეზების შეფასების შემდგომ უნდა მოხდეს სპეციალური სექსუალური თერაპიის დანიშვნა, შესაბამისი პრეპარატებით და ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით.

სწორედ ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი აღნიშნული პრობლემის მოგვარება, უმოკლეს პერიოდში.

გსურთ ეფექტური უმკურნალოდ ამ პრობლემას და ნაადრევი თესლდანთხევა წარსულში დატოვოთ?

ამაში სპერმაგენი დაგეხმარებათ – ეს არის უსაფრთხო, ეფექტური და სწრაფი მოქმედების წამალი, რომელიც დაგეხმარებათ ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობაში.

 

მცირე სტატისტიკა

მამაკაცების 30-40% გააჩნია / გააჩნდა ნაადრევი ეაკულაციის პრობლემა ცხოვრების რომელიმე მონაკვეთში.